“ბათუმში დიდთოვლობის დროს ფეხზე ჩასაცმელიც არ აქვთ” (ვიდეო)

ნათია სირაბიძეგანახლებული ნაძვის ხე, საშობაო ბაზრობა, სასურველი მუსიკალური ბენდი და სადღესასწაულო განწყობაევროპის მოედანზე მომსვლელებს შობა-ახალიწლის ზღაპრულად გატარებას პირდებოდნენ, თუმცა გაწეული ხარჯები მიზნის პროპორციული არ აღმოჩნდა.

რამ განაპირობა მაყურებელთა თვალშისაცემი სიმცირე ბათუმის საახალწლო ღონისძიებებზე.

ევროპის მოედანზე რომ მოსალოდნელზე ნაკლები ვიზიტორი იყო ამას განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროშიც ადასტურებენ მაყურებლის სიმცირეს ნათია სირაბიძე უხვ ნალექსა და და ზამთრის სუსხს უკავშირებს, ამბობს რომ ეპიცენტრის ხელოვნების ცენტრში გადატანაც იგეგმებოდა, თუმცა ხელი უგზოობამ შეუშალათ.

“ვერავინ წარმოიდგენდა რომ ასეთი დოზით იქნებოდა დიდთოვლობა, ალტერნატიულ ვარიანტზე ვფიქრობდით,  ჩვენ გვაქვს მუსიკლაური ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ კონცერტების გამართვა და ვფიქრობდით რომ თეატრთან მობილიზებული იქნებოდა მერიის ავტობუსები, მაგრამ თავად თეატრთან მოსასვლელი გზაც არ იყო, შესაბამისად ჩავთვალეთ რომ შეიძლება ადამიანები მაინც ვერ მოსულიყვნენ, იმედი გვქონდა რომ ევროპის მოედანზე  ირგვლი მცხოვრებლები მაინც გამოვიდოდნენ, არ ვეთანხმები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ რომ გვიან დაიწყო დაგეგმარება, სიცივის გამო ვერ მოხერხდა ადამიანების გარეთ გამოსვლა,  ბათუმში ბევრს დიდთოვლობის დროს ფეხზე ჩასაცმელიც არ აქვთ იმისთვის რომ გარეთ გამოვიდნენ, მითუმეტეს  ყინვაში”-განაცხადა ნათია სირაბიძემ.

.