14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

დროშადღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს ბათუმშიც . საზღვაო აკადემიის და ბსუ-ს სტუდენტები გმირთა საფლავებთან შეიკრიბნენ და საქართველოს ჰიმნის თანხლებით ქვეყნის დროშა აღმართეს. თარიღს უკვე მეთორმეტედ აღვნიშნავთ. საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა, სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც პარლამენტმა „ სახელმწიფო დროშის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.