უბედური შემთხვევა ბათუმში

კრიმინალიუბედური შემთხვევა ბათუმში. დღეს გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე ბათუმის ნავსადგურში „სუბარუს“ მარკის ვერცხლისფერი ავტომობილით 47 წლის მამაკაცი ზღვაში გადავარდა. მიზეზთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია სახელდება. თვითლმხილველთა ნაწილის თქმით, შუა ხნის მამაკაცმა განზრახვის შესახებ ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა , თუმცა ვრცელდება მეორე ვერსიაც. ფაქტის შემსწრეთა ნაწილი ამბობს, რომ ოჯახის წევრები გარდაცვლილ მამაკაცს თან ახლდნენ და ისინი მის შეჩერებას ცდილობდნენ. ავტომობილისა და გვამის ამოყვანა წყლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისათვის ცხედარი პროზექტურაში, ავტომობილი კი პოლიციის მესამე განყოფილებაშია გადაყვანილი. მომხდარის მიზეზებს გამოძიება სწავლობს. საქმე 115 მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.