თოჯინების თეატრის შენობა გაიხსნა

IMG_6378დღეს, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, კვლავ გაიხსნა თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის რეაბილიტირებული შენობა. გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ თეატრი სტუმრების წინაშე სპექტაკლ „კოკროჭინას“ პრეზენტაციით წარსდგა.

ცხადია, სტუმრებს შორის ყველაზე მეტი ბავშვი იყო. თუმცა, დღეს თოჯინების თეატრს ბევრი ზრდასრული ადამიანიც სტუმრობდა, მათ შორის აჭარის მთავრობის წევრები.

საპრემიერო სპექტაკლზე მუშაობდნენ ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ოთარ ქათამაძე, მხატვარი მარინა ფრანგიშვილი, კომპოზიტორი გიული კუბლაშვილი, მთხრობელი სოფიო ცინცაძე, ჯადოქრები – ქეთევან სამხარაძე, ეკატერინმე გვარამია, კოკროჭინა – ვანო მაღლაკელიძე, ირმა მგელაძე, მამამ ძაღლი – მინდია ჩოხარაძე… სიმღერების ტექსტის ავტორი დალი თედორაძე, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი ზურაბ ცინცაძე იყო.

თეატრის შენობის რეაბილიტაცია წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო. თეატრის სრულ რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა.