თამარის დასახლებაში მერის წარმომადგენლით უკმაყოფილო მოსახლეობა

ბათუმის მერიათამარის დასახლებაში მცხოვრებთა ნაწილი ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელის მუშაობით უკმაყოფილოა. მოქალაქეები დღეს იმ პრობლემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ, რომლის მოგვარებაც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ათი დღის განმავლობაში თამაზ სალუქვაძემ ვერ შეძლო. ბილიკი, რომელიც ლიანდაგის ს გავლით ადგილობრივებს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს დაახლოებით ორი კვირა გადათხრილია და როგორც აქაურები ამბობენ, საფრთხის შემცველია. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო რამდენიმე ადამიანმა ფიზიკური დაზიანებაც მიიღო, ბოლო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მერის წარმომადგენელი თამარის ადმინისტრაციულ ორგანოში ადგილობრივების პრეტენზიას მის საქმიანობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს. რაც შეეხება მოუწესრიგებელ გადასასვლელს, თამაზ სალუქვაძე ამბობს, რომ პრობლემა წყლის მილის დაზიანების გამო შეიქმნა და ინფრაქტრუქტურა მოწესრიგდება.