თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმის გენდერის მედიაცენტრში

ana-doliZe-e1452763906414ბათუმის გენდერის მედიაცენტრს, 14 იანვარს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ეწვევა.

მედიაცენტრის დირექტორის, თამილა დოლიძის ინფორმაციით, აჭარის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტსა და ბათუმში მოქმედ ქალთა კლუბების წევრებთან შეხვედრის მთავარი თემა, ქალთა პოლიტიკური გაძლიერება და ამ კუთხით გატარებული რეფორმები, ასევე, კვოტირების ინსტიტუტის ამოქმედების მექანიზმები იქნება.

მინისტრის მოადგილე ქართულ ჯარში ქალთა როლზეც ისაუბრებს. შეხვედრა ბათუმის გენდერის მედიაცენტრში 14 იანვარს, 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.