ენმ არჩილ ხაბაძეს ციხისძირში მიმდინარე საგზაო სამუშაოების მიზნობრიობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

ნაციონალებინაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს. ოპოზიციური პარტია არჩილ ხაბაძეს მოუწოდებს ციხისძირში ყოფილი სანერგე მეურნეობის დასახლებაში მიმდინარე საგზაო სამუშაოების მიზნობრიობით დაინტერესდეს და დროული რეაგირება მოახდინოს. რეზო ხარაზის თქმით, ამ დრომდე მთავრობაში ტერიტორიის გასხვისების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს და ქობულეთის ზედამხედველობის სამსახურს უყურდღებობაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებისთვის რამდენიმე ხეც გაიჩეხა, რასაც შესაბამისი უწყებების რეაგირება არ მოჰყოლია. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მათთვის ტერიტორიის შემოწმების თხოვნით არავის მიუმართავს და შესაბამისად, რეაგირებაც ვერ მოხდებოდა. შეგახსენებთ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სოფელ ციხისძირში მდებარე მიწის ნაკვეთი, ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.

ციხისძირში, ყოფილი სანერგე მეურნეობის დასახლების ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილისთვის მიყიდვის ფაქტს არ ადასტურებს არჩილ ხაბაძე. აჭარის მთავრობის ტავმჯდომარე კითხვაზე-ვისი საკუთრებაა ტერიტორია-საჯარო რეესტრში ინფორმაციის მოძიებაზე მიგვითითებს და კონკრეტულ პასუხს არ გვცემს. როგორც ჩვენ გუშინ მომზადებულ თემაშ აღვნიშნმეთ, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრე აჭარის მთავრობაა. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას, არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ გზის გაყვანის სამუშაოებს ტერიტორიაზე საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი ახორციელებს. ხის მოჭრაც სწორედ ამ სამუშაოებს უკავშირდება.

წყარო: “ტვ 25”