აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია

პოლიციააჭარის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია. ვინ ჩაანაცვლებს ბესიკ ამირანაშვილს და როდის დაინიშნება ძალოვანი უწყების ახალი ხელმძღვანელი უცნობია. თავად ბესიკ ამირანაშვილი კი, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ათი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. უკვე ყოფილი ხელმძღვანელი დღეს გიორგი მღებრიშვილმა ორ ახალ მოადგილესთან დავით ვარდიაშვილთან და მერაბ მალანიასთან ერთად წარადგინა. მინისტრი ამბობს, რომ ბესიკ ამირანაშვილი კრიმინალთან ბრძოლაში გამორჩეული იყო და იმედს გამოთქვას, რომ იგი ყველა ამოცანას თავს წარმატებით გაართმევს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს და კიდევ უფრო ამკაცრებს.