ქობულეთის მაჟორიტარის ბიურო სკანდალში გაეხვია

image

რამდენიმე დღის წინ ქობულეთის ცენტრში არსებული რესტორანი “მონოპოლი” გაქურდეს.

თვითმხილველების თქმით ეჭვმიტანილი ქობულეთის  მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის ძმაა.

ამ დრომდე სამართალდამცავები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ადგილობრივები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ რომ დეპუტატის ჩარევის შემდგომ , სამართალდამცველების მიერ გამიზნულად არ ხდება საქმის გამოძიება.