ჯგუფი „Inner Circle“ ბათუმშია

Inner_CircleBigცნობილი კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი და ორი გრემის მფლობელი ჯგუფი „Inner Circle“ უკვე ბათუმში იმყოფებიან. ისინი ერთად ემზადებიან გრანდიოზული გალა კონცერტისთვის და რეპეტიციებს გადიან საახლწლო შოუს სხვა მონაწილეებთან ერთად.

„31 დეკემებერს გიორა ფაიდმანი, ქართული ორკესტრი და კაპელა საოცარ საახალწლო საღამოს პირდება კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, დაუვიწყარი შოუ ელოდება რეგის მოყვარულებსაც ერას მოედანზე. ორდღიანი შოუპროგრამა სხვადასხვა ჟანრის მსმენელზეა გათვლილი“-წერია აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პრესრელიზში.

გიორა ფაიდმანი ოსკაროსანი ფილმის „შინდლერის სია“ საუნდრეკის თანაავტორი და შემსრულებელია. მას გერმანიის ღირსელის ორდენი მიენიჭა ებრალ და გერმანელ ხალხთა მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის. 2015 წლის ოქტომბერში საერთაშორისო რეგისა და მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებაზე, ჯგუფს “Inner Circle” გადაეცა ჯილდო ნომინაციაში “ყველაზე გამორჩეული შოუ რეგი-ბენდი”.

გალა კონცერტების შოუ პროგრამის რეჟისორია ლაშა ონიანი, რომლის პორტფოლიოშიც ევროჩემპიონატების გახსნის და დახურვის ცერემონიალები შედის.

1 იანვარს მსოფლიო ვარსკვლავ ლუ ბეგასთან ერთად ქართველი მომღერლები სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე, ნუცა ბუზალაძე, ნინი ბადურაშვილი და ნიკო ბერიძე იმღერებენ.

რეპეტიციები დღეს 17:00 საათზე ერას მოედანზე დაიწყება, ხვალ 13:00 საათზე სასტუმრო ჰილტონში უცხოელი შემსრულებლები ჟურნალისტებისთვის პრეს-კონფერენციას გამართავენ.

31 დეკემბერს და 1 იანვარს ერას მოედანზე გრანდიოზული საახალწო კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.