აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 13 ხმით დამტკიცებულია

აჭარის უმაღლესი საბჭოუმაღლესი საბჭოს 30 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე 13 ხმით აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცეს. კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში 14 დეპუტატი იმყოფებოდა. კენჭისყრის დაწყებამდე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა მედეა ვასაძემ, ხოლო ირაკლი ბარამიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით სხდომას არ ესწრებოდნენ დეპუტატები: სულხან ღლონტი, რობერტ ჩხაიძე, პეტრე ზამბახიძე, ასმათ დიასამიძე, ეკატერინე თარგამაძე და მურმან ბერიძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დაწყება, რომელიც დღეს, 30 დეკემბერს 12 საათზე იყო ჩანიშნული, 1 საათით გადაიდო. „ბათუმელების“ ინფორმაციით 12 საათისთვის რეგისტრაცია მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს ჰქონდა გავლილი.

წყარო: “ბათუმელები”