“დაპირისპირება საპატრიარქოში”

საპატრიარქოსქემიღუმენი ილია ვაშაკიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე განცახდებას ავრცელებს, ის მისი განცხადებით საზოგადოებას და საპატრიარქოს მიმართავს.

“საპატრიარქოსა და პატრიარქის სახელით ჟურნალისტებთან უსინდისოდ ინტერვიუს იძლევა და ცრუობს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, მაშინ, როდესაც საუბრობს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან საპატრარქოსთვის გამოყოფილი თანხების განათლების სისტემაში მიზნობრივად ხარჯვაზე.. ეს არის მტკნარი სიცრუე.. საქართველოში ყველა სასწავლო დაწესებულება ფასიანია, გარდა სასულიერო სემინარიისა და აკადემიისა და თუ ვინმე ფინანსდება, ფინანსდება სახელმწიფოსაგან საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხების მიღმა ანუ სახელმწიფო ბიუჯეტით.. ვიმეორებ იმას, რაც ერთი წლის წინ მაქვს ნათქვამი: საპატრიარქოში უნდა ამოქმედდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რათა იურიდიულად გაირკვეს ის სიცრუე, რასაც დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ავრცელებს საზოგადოებაში პატრიარქისა და საპატრიარქოს სახელით, რამეთუ დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ერთ-ერთი იმ მცირედთაგანია, ვისაც საკონსტიტუციო შეთანხმების მიხედვით აქვს უფლებამოსილება გაავრცელოს განცხადებები საპატრიარქოს სახელით.. ამ სტატუსს ისევ ჩემს სტილში დავასრულებ, დანარჩენზე თავად იმსჯელეთ..
P.S.: Всякая ложь от лукавого..”- წერს სქემიღუმენი ილია ვაშაკიძე.