ბათუმის ბიუჯეტის პროექტზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკომენდაციები წარადგინა

გიორგი კირთაძე

2016 წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტის შესახებ დღეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკომენდაციები წარადგინა. პარტიის მიერ დასახელებულ შენიშვნებში მოხვდა-შავი ზღვის ბათუმის აკვატორიაში ნაპირსამაგრი სამუშაოების უგულებელყოფა, ბაგრატიონის ქუჩის დავიწროების ხარჯზე ქუჩის გამტარუნარიანობის შემცირება, ქუჩების მშენებლობისას ველობილიკების გაუთვალისწინებლობა. ნაციონალურ მოძრაობაში ასევე ყურადღება გაამახვილეს თვითმმართველობაში სახელფასო ფონდის ზრდაზე, ოპოზიციის ინფორმაციით, მატება ქვედა რგოლის თანამშრომლების ანაზღაურებაზე არ აისახება. პარტიაში მიაჩნიათ, რომ შენიშვნების უმეტესობის გათვალისწინება შესაძლებელი იყო, თუმცა მერიას საამისო ნება არ ჰქონია. როგორია შენიშვნებთან დაკავშირებით ბათუმის თვითმმართელობის პოზიცია მთავარი გამოშვებიდან შეიტყობთ. ღონისძიება პარტიამ NDI-ს პროგრამის ფარგლებში გამართა.