“საპატრიარქომ სასიკვდილოდ გამწირა”-სქემიღუმენი ილია ვაშაკიძე

1907376_430455403779404_8118169589240674144_nსქემიღუმენი ილია ვაშაკიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე განცახდებას ავრცელებს, ის მისი განცხადებით საზოგადოებას და საპატრიარქოს მიმართავს.

 

“საქართველოს საპატრიარქომ სასიკვდილოდ გამწირა, პრობლემები შემიქმნა ევროპაში სამკურნალოდ გასვლაზე, მიჯანჯლებს პენსიის დანიშვნას.. ჩემი პენსიის დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი კი პირსისხლიან ქორეპისკოპოსზეა დამოკიდებული, როგორც დღეს საპატრიარქოს იურისტმა პაპუნა სანდუხაძემ განმიცხადა.. არ გამაჩნია არანაირი სახსრები ელემენტარული საკვებისთვის, გაძვირებული წამლების თანხებზე აღარ ვსაუბრობ.. ბატონი პაპუნა სანდუხაძე დღის პირველი ნახევრის შემდეგ მთელი დღეა ტელეფონის ზარზე არ მპასუხობს.. დამეხმარეთ გადაწყვეტილების მიღებაში, მეორე ჯგუფის ინვალიდი, დიაბეტიკი, სასულიერო პირი 25 წლის სტაჟით, მაღაზიებში, ბაზრებში და აფთიაქებში ქურდობით დავკავდე?? ერთი სქემიღუმენი ვერ შეუნახია საპატრიარქოს და თავის ფსევდორეიტინგებზე ლაპარაკობს აქ ტელევიზიით, რადიოთი თუ პრესით.. ქრისტესმიერ საყვარელნო, ცხოვრებაში არასოდეს არაფერი არ მომიპარავს, მეოთხედი საუკუნეა დედა ეკლესიას ვემსახურები, იქნებ რამე მირჩიოთ..”- წერს სქემიღუმენი ილია ვაშაკიძე.