“ტელევიზიის ავტომობილის გატაცებაში ბრალდებული თავისუფალია”

აჭარის ტელევიზიაშეგახსენებთ რომ 2015 წლის 1 ოქტომბერს აჭარის ტელევიზიის მანქანა მოიპარეს. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის განცხადებით შემთხვევა ქობულეთში იმ დროს მოხდა, როცა ტელევიზიის გადამღები ჯგუფი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ღლონტის თქმით ტელევიზიის მანქანა ნაავარიები ქობულეთში ზღვის სანაპიროსთან ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
შსს პრესცენტრი განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177 მუხლის მესამე ნაწილის “დ” პუნქტით მიმდინარეობა . რაც სატრასნსპორტო საშუალების წინააღმდეგ ქურდობის ჩადენას გულისხმობს.

როგორც “ბი ნიუსისთვის” ცნობილი გახდა პიროვნება რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის” ავტომობილი გაიტაცა დღეს უკვე თავისუფალია,ბრალდებულს მისჯილი ჰქონდა პირობითი  სასჯელი, მან განმეორებით ჩაიდინა დანაშაული და გაიტაცა ტელევიზიის კუთვნილი ავტომობილი , იმის ნაცვლად რომ სამართალდამცავ უწყებებს შესაბამისი ზომები მიეღოთ, აღნიშნულ დანაშაულზე გამოძიება შეწყვიტეს.

ამავე თემაზე იხილე: “ტელევიზიის ჟურნალისტზე ზეწოლა გრძელდება”