მახინჯაურში ავტომობილი ზღვის სანაპიროზე გადავარდა (ფოტო)

12319364_908851845816846_1399690876_nბათუმში, მახინჯაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ზღვის სანაპიროზე გადავარდა.

ამის შესახებ „რეგნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

მისი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ არიან დაშავებულებიც.

ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურები.

წყარო: “http://regnews.ge/”