“დეპუტატის ორ საათიანი დაკითხვა და მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება”

მედეა ვასაძეაჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის ხელმძღვანელი მედეა ვასაძე დაკითხვაზე ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს შენობაში 28 ნოემბერს 11 საათზე გამოცხადდა. დეპუტატის განმარტებით, გამოძიებას კითხვები, სავარაუდოდ, სამუფთოს რეზიდენციის შესაძენად ცენტრალური ბიუჯეტიდან დახარჯულ 4,5 მილიონ ლართან დაკავშირებით აქვს.
მისი თქმით, კითხვებს არჩილ ხაბაძისა და დავით ბალაძის კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობაზეც დაუსვამენ.

„დაკითხვა ეხება კონკრეტულ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ცენტრლური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 4,5 მილიონი ლარით შესყიდული ქონების შეუსაბამობასთან დაკავშირებულ საკითხს. ეს ქონება არის მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემული. საუბარია 2 შენობაზე, რომელშიც გადახდილია 4,5 მილიონი ლარი“, – განაცხადა მედეა ვასაძემ დაკითხვამდე.
ვასაძემ კომენტარი დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგაც გააკეთა: „ რა მიმართულებით წაიყვანონ საქმე და რას მისცენ შეფასება ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს ამ ფასთა სხვაობდის დადგენიდან, ანუ კითხვები არსებობდა, კითხვებზე პასუხი გავეცი, მაგრამ მე ვერ მივიღე კითხვაზე პასუხი ამ ფასთა სხვაობის შესახებ არსებობს თუარა ინფორმაცია, მე კიდე ვამბობ რომ დაახლოებით ერთი მილიონის სხვაობა არის.“-განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა მედეა ვასაძემ.
ვასაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს იონა წითელაძეს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, იგი შესყიდვების დოკუმენტს ხელს მინისტრის – დავით ბალაძის მითითებით აწერს.

დეპუტატი დაკითხვაზე ორ საათზე მეტხანს იმყოფებოდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იხსნიან. იონა წითელაძის თქმით, სამინისტრომ მხოლოდ შესყიდვასთან დაკავშირებული მთავრობის განკარგულება შეასრლა. ქონების მესაკუთრეებთან კი, მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

აღნიშნული ქონების გასხვისების დეტალების თხოვნით მედეა ვასაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სამი თვის წინ მიმართა.