დაზიანებული სკამები ქობულეთის სანაპიროზე

ქობულეთის გამგეობაქობულეთში ზღვის სანაპირო ზოლზე სკამები და სანაგვე ურნები დაზიანებულია. ადგილობრივების თქმით, სკამები ცოტა ხნის წინ დაამონტაჟეს, თუმცა მალევე მათი დემონტაჟი მოხდა. დღეს ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ. რეზო ხარაზი გამგეობას მოუწოდებს ქალაქის ინფრასტრუქტურას გაუფრთხილდდეს.

ქობულეთის გამგეობაში კი ფაქტთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ივნისში დამონტაჟებულ სკამებსა და ურნებს გამგეობამ ადგილი შეუცვალა. მიზეზად კი მოსალოდნელ შტორმს ასახელებენ. 114 დეკორატიულ სკამსა და 70 სანაგვე ყუთში ბიუჯეტიდან 90 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯა.