ბათუმში 2 წლის ბავშვი ბორშის მდუღარე ქვაბში ჩავარდა

21c1fdd4112a-300x200ბათუმში 2 წლის ბიჭი დედის მიერ მომზადებულ მდუღარე ბორშის ქვაბში ჩავარდა.

ამის შესახებ „რეგნიუსს“იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

ქაშიბაძის თქმით, 2 წლის ბიჭის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა და ის რეანიმაციაშია გადაყვანილი.

მისივე განმარტებით, ბიჭს სხეულის 45% აქვს დამწვარი და მას მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
„მდუღარე ქვაბში ჩავარდნის შედეგად პატარა ბიჭი, რომელსაც გულ-მკერდის, ზედა და ქვედა კიდურების დამწვრობა ჰქონდა მიღებული, ბათუმიდან თბილისში რეანომობილით გადმოიყვანეს. როგორც პაციენტის დედა ამბობს, მან ბორში გააკეთა და იქვე, იატაკზე დადო. 2 წლის ბიჭი ჯერ ცხელ ქვაბს წამოედო, შემდეგ კი პირქვე – მდუღარეში ჩავარდა. პაციენტი უმძიმეს და შოკურ მდგომარეობაში მივიღეთ“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

წყარო: “http://regnews.ge/”