„არჩილ ხაბაძე სუსმა დაკითხა“

არჩილ ხაბაძეშეგახსენებთ რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის ხელმძღვანელი მედეა ვასაძე დაკითხვაზე ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს შენობაში 28 ნოემბერს დაკითხეს. დეპუტატის განმარტებით, გამოძიებას კითხვები, სავარაუდოდ, სამუფთოს რეზიდენციის შესაძენად ცენტრალური ბიუჯეტიდან დახარჯულ 4,5 მილიონ ლართან დაკავშირებით აქვს.
მისი თქმით, კითხვებს არჩილ ხაბაძისა და დავით ბალაძის კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობაზეც დაუსვამენ.

„დაკითხვა ეხება კონკრეტულ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ცენტრლური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 4,5 მილიონი ლარით შესყიდული ქონების შეუსაბამობასთან დაკავშირებულ საკითხს. ეს ქონება არის მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემული. საუბარია 2 შენობაზე, რომელშიც გადახდილია 4,5 მილიონი ლარი“, – განაცხადა მედეა ვასაძემ დაკითხვამდე.
ვასაძემ კომენტარი დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგაც გააკეთა: „ რა მიმართულებით წაიყვანონ საქმე და რას მისცენ შეფასება ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს ამ ფასთა სხვაობდის დადგენიდან, ანუ კითხვები არსებობდა, კითხვებზე პასუხი გავეცი, მაგრამ მე ვერ მივიღე კითხვაზე პასუხი დადგენილია ამ ფასთა სხვაობის შესახებ არსებობს თუარა ინფორმაცია, მე კიდე ვამბობ რომ დაახლოებით ერთი მილიონის სხვაობა არის.“-განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა მედია ვასაძემ.

როგორც „ბი ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ რამოდენიმე ხნის წინ მედია ვასაძის დაკითხვის შემდეგ პირადად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც არჩილ ხაბაძეც დაკითხა, ის დაკითხვაზე 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
აღნიშნული ქონების გასხვისების დეტალების თხოვნით მედეა ვასაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სამი თვის წინ მიმართა.