“3 იდეა ხვალინდელი თბილისისთვის”-გირჩის კონკურსი

 ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი3 იდეა ხვალინდელი თბილისისთვის, კონკურს ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” ცხადებს:

“თბილისის წინაშე დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი და ურთიერთდაკავშირებული პრობლემა დგას, რომლებიც შეგვიძლია, პირობითად, სამ ჯგუფში გავაერთიანოთ:
1. პარკინგი ზოგადად და პარკინგი საფეხმავლო არეებზე, საცობები, საქალაქო ტრანსპორტის არაეფექტური ფუნქციონირება

  1. ავარიული შენობების დიდი რაოდენობა
  2. ეკოლოგია და რეკრეაციული ზონების ნაკლებობა.
    „გირჩი“ აცხადებს კონკურსს აღნიშნული პრობლემების მოგვარების კონცეფციის შემუშავებაზე.
    ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოაგზავნოს მაქსიმუმ 2 გვერდზე გაწერილი ხედვა შესაბამისი დასაბუთებით, თუ როგორ წარმოუდგენია ამ პრობლემების მოგვარება.
    კონცეფციების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 5 დეკემბერი.
    პრობლემათა თითოეულ ჯგუფთან მიმართებაში გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
  3. პრობლემ(ებ)ის გადაწყვეტის გზა უნდა იყოს ეკონომიური და არ მოითხოვდეს მასშტაბურ ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან

  4. პრობლემ(ებ)ის გადაწყვეტის გზა არ უნდა იყოს ძალიან გრძელვადიანი

  5. სასურველია, პრობლემ(ებ)ის გადაწყვეტის გზა ეფუძნებოდეს რომელიმე ქვეყნის/ქალაქის პრაქტიკას ან იყოს რამდენიმე ქვეყნის/ქალაქის პრაქტიკის ნაზავი

  6. სასურველია, პრობლემ(ებ)ის გადაწყვეტის გზა ეფუძნებოდეს კერძო ინიციატივების წახალისებას.
    პრობლემათა თითოეულ ჯგუფთან მიმართებაში გამარჯვებული დასაჩუქრდება 1,000 ლარით”-წერია ახალი პოლიტიკური ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონკრუსის შედეგები 15 დეკემბერს გამოცხადდება.