“აჭარის მთავრობის “საოცნებო” ძროხები ნახევარ მილიონ ლარად”

ზაურ ფუტკარაძეაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 75 სული „ჯერსის“ ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესაძენად ნახევარი მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეპროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანადაფინანსების პრინციპით (20% ფერმერი, 80% სახელმწიფო) გადასცემს, რაც ნიშნავს, რომ ერთი პირუტყვი 6665 ლარი ღირს, ხოლო ფერმერი ამ თანხის 20%-ს 1333 ლარს გადაიხდის.

თუმცა საზოგადოებისთვის თვალში მოსახვედრია ის ფაქტი რომ ერთ სულ საქონელში აჭარის სოფლის მურნეობის სამინისტრომ სულ 75 მსხვილფეხა პირუტყვში გადაიხადა 499913 ლარი გადაიხადა, აქედან გამომდინარე ერთეულის ფასმა შეადგინა 6665.50666 ლარი, ხელშეკრულება გაფორმდა შპს “თემთან”, საინტერესოა ვის გადაეცა აღნიშნული პირუტყვი მოვლა პატროვნობისთვის და რატომ იქნა გადარიცხული ბიუჯეტინდან კოლოსოსარული თანხები იმ აფსურდული პროგრამით , რომელიც კავშირშია სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის ახლობლებთან და ბიზნესს პარტნიორებთან.

“ბი ნიუსი” მოიპოვებს დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოგაწვდით ინფორმაციას.