ბესელია მარგველაშვილზე-გაუგებარია ეს სიჯიუტე…

ეკა ბესელიაზედმეტად იხარჯება მილიონობით ლარი, არსებობს ორი სასახლე და გაუგებარია ეს სიჯიუტე-ამის შესახებ განცხადებას, პარლამენტის ადმაიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ყოფნასთან დაკავშირებით საუბრისას აკეთებს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერისთვის გიორგი მარგველაშვილის ავლაბრის საპრეზიდენტი რეზიდენციაში დარჩენა მიუღებელია.თუმცა არის თუ არა მმართველი გუნდი და საპარლამენტო უმრავლესობა წამოიწყოს პროცედურები საკანონმდებლო ცვლილებებისათვის დღეს მმართველი გუნდის წევრები არ საუბრობენ.

“ზედმეტად იხარჯება მილიონობით ლარი, არსებობს ორი სასახლე და გაუგებარია ეს სიჯიუტე, რადგან თუ არჩევანი კეთდება მოსახლეობის ინტერესების სასარგებლოდ, ამას ალტერნატივა არ აქვს,” – აცხადებს ეკა ბესელია.