“შადრევნების რეაბილიტაციის დროს დაზიანებული სკუპტურების აღდგენას ბათუმის მერია ვერ ახერხებს”

ijhfghბათუმის მერიამ გორგილაძის ქუჩაზე ხელოვნების მუზეუმის გვერდით არსებული შადრევნების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „მონოლითი 2005“-მა 187 ათასი ლარის ფარგლებში წყლის ავზები უნდა შეაკეთოს და შადრევნებისათვის წყლის მიწოდება უზრუნველყოს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, შადრევანი ორშრიანი იქნება, ცისფერ და რუხ ფერებში გადაწყვეტილი, აუზის ზედაპირი კი მოპირკეთდება გრანიტის ფილებით. რეაბილიტაციის პროცესში შადრევანის პირვანდელი სახე კორექტირებას მაინც განიცდის. რეაბილიტირებულ შადრევანზე სამი ფიგურის ნაცვლად ერთი ფიგურა დარჩება, დანარჩენი 2 სკულპტურა კი დაზიანების გამო მერიას გადაეცემა.

ხელოვნების მუზეუმის გვერდით შადრევნების რეაბილიტაციის დროს დაზიანებული სკუპტურების აღდგენას მერია ვერ ახერხებს , როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ვერ გადაწყვიტეს სკუპტურის რესტავრაცია-აღდგენა და  მერიის საწყობში გადაიტანეს.

ბათუმელების თქმით ორის სკუპტურის აღდგენა ვერ გადაწყვიტეს , სწორედ ამით გამოიხატება მათი უუნარობა: “სად არიან ძეგლის დამცველი საზოგადოება ? ჩაზნექილი სკამები რომ ენატრებოდათ, ცნობისთვის მსოფლიოში ბევრი ძეგლი დაზიანებული სახით დგას , ისე მაინც დადგან როგორიც ახსოვს ბათუმელებს” -აცხადებენ ჩვენთან საუბრისას ბათუმელები.