“რესტონებში ქეიფს ჭეიშვილმა და ერმაკოვმა ჯობია ქალაქს მიხედოს” (ფოტოები)

Безымянныйსაზოგადოებას შევახსენებთ რომ გამოკითხვა 2015 წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4 448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida).

კითხვარი შეეხებოდა საკრებულოს მუშაობასაც. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლის ჭეიშვილის მუშაობას 10 პროცენტი – დადებითად, 11 პროცენტი – უარყოფითად, 21 პროცენტი – საშუალოდ აფასებს, გამოკითხულთა 29 პროცენტს კი არასდროს სმენია მის შესახებ.

ირაკლი ჭეიშვილი
ირაკლი ჭეიშვილი

მუხედავად იმისა რომ ჭეიშვილს საკუთარი ამომრჩეველი არ იცნობს საკრებულოს თავმჯდომარე დროს უქმად არ კარგავს და ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის მაგივრად წელს მის საქართველო 2015 წლის ჟურის წევრი გახლდათ, ამის ამსახველ ფოტოები ჭეიშვილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, ბათუმელები არც ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვის მუშაობით არიან კმაყოფილი.

“რესტორნებში ქეიფს, პრემიების აღებას და კაბინეტებში გამოკეტვას ჯობია ხალხს მიხედონ და ქალაქში არსებულ პრობლემებს”.-აცხადებენ ადგილობრივები.

“ბი ნიუსმა”კიდევ ერთი გამოკითხვა ჩაატარა მოქალაქეებში მათ ჩვენც ვკითხეთ იცნობენ თუარა ვინ არის ბათუმის საკრებულოს თავმდჯომარეს და თუკი იცნობენ როგორ შეაფასებდნენ მის მუშაობას, გამოკითხულთა უმეტესობა არ იცის ვინ არის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე , ხოლო ვინც იცის რომ ქალაქის საკრებულოს ჭეიშვილი ხელმძღვანელობს მუშაობის სტილს უწუნებს , ბათუმელები ურჩევენ ჭეიშვილს კონკურსებში ჟიურის წევრად ყოფნას ჯობია ქალაქში დაგროვილი პრობლემები მოაგვაროს , კერძოდ კი: ” დაზიანებული გზები, მოუწესრიგებელი სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, შეჩერებული მშენებლობები, დაზიანებული მუნიციპალური ტრანსპორტი და ასე შემდეგ”.

 

” ბი ნიუსი” ასევე გთავაზობთ ფოტოებს თუ რა მდგომარეობა დღეს ბათუმში”:

ამავე თემაზე იხილეთ: “ავარიული ქუჩები და მის საქართველოს ჟიურის წევრი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე” (ფოტოები)