პენსიების ზრდასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს პასუხი არ აქვს

ნოდარ ხადურინოდარ ხადურს არ აქვს პასუხი გაიზრდება თუ არა და რამდენით გაიზრდება ქვეყანაში პენსია. ფინანსთა მინისტრმა დღეს 2016 წლის ბიუჯეტი კანონმდებლებს წარუდგინა.

ერთ-ერთი თემა, რომლითაც უმრავლესობა დაინტერესდა პენსიების ზრდის საკითხი იყო. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეს, ელისო ჩაფიძეს მოლოდინი აქვს, რომ შესაძლებელი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში ამ კუთხით გარკვეული კორექტივების შეტანა.

პენსიების საკითხი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი – აცხადებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნაძე.

ნოდარ ხადურის განმარტებით, ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშავდება და მთავრობის პოზიციას კანონმდებლებს უახლოეს მომავალში მოახსენებენ.

უმრავლესობის დეპუტატები სოციალური პროექტების განხორციელების პროცესითაც დაინტერესდნენ.

„სოციალური ხარჯების დაფინანსებას შეფერხება არ ემუქრება,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

2016 წლის ბიუჯეტი კანონმდებლებს ნოდარ ხადურმა წარუდგინა. მთავარი საფინანსო დოკუმენტი 10 მილიარდამდე ლარით არის განსაზღვრული და მასში ეკონომიკური ზრდა სამი პროცენტია. ამ წუთებში ფინანსთა მინისტრი მმართველი გუნდის წევრების კითხვებს პასუხობს, არც თავისუფალი დემოკრატები და არც ნაციონალური მოძრაობა სხდომას არ ესწრება.

მმართველ გუნდს ძირითადად ნოდარ ხადურთან პრემიებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით ქონდათ.

„მინისტრები პრემიებს აღარ იღებენ და ბიუჯეტში ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის. პრემია თავისი არსით შესანარჩუნებელია, მათ შორის იმ ადამიანთა მიმართ, რომელთა შრომაზეც დამოკიდებულია თუნდაც ბიუჯეტის შევსება, თუნდაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, იმ რიგით თანამშრომელთა მიმართ, ვინც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, წახალისების მექანიზმი უნდა არსებობდეს.