” დაპირისპირება და დიდი წმენდა ქართულ ოცნებაში”

Безымянныйბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
თამაზ თურმანიძის თქმით, ის ხუთდღიანი შვებულებით დედაქალაქში იმყოფება და ფრაქციის სხდომის მოწვევის შესახებ სხდომის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გაიგო.

ფაქტია რომ აჭარაში  “ქართული ოცნებაში” დიდი დაპირისპირება მწიფდება , ერთი შეხედვით თითქოსდა არაფერი არ მომხდარა , თუმცა თუ თვალს  მივადევნებთ ოცნებაში არსებულ ვითარებას , რაც უფრო ახლოვდება საარჩევნო წელი მით უფრო მეტი დაპირისპირება იჩენს თავს კოალიციის შიგნით, ჯერ იყო და  ბათუმის საკრებულოს თავმდჯომარემ ირაკლი ჭეიშვილმა ლაშა სირაბიძე ჩამოიშორა გზიდან 2016 წლის არჩევნების წინ, ის ერთი შეხვედვით თითქოსდა დააწინაურა, როცა ექსკლუზიურად დანიშნა მის მეორე მოადგილედ, ამით ერთი მხრივ ჩამოიშორა რესპუბლიკური პარტიის წევრი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი, როგორც კონკურენტი, ხოლო რაც შეეხება სირაბიძეს ის პარტია  “ქართული ოცნებას”  ბათუმის რეგიონალურ ოფისს ხელმძღვანელობდა და შესაბამისად მომავალი არჩევნების სიის ფორმიერბის დროს ჭეიშვილის კონკურენტი იქნებოდა , ამ შემთხვევაში კი თუკი ჭეიშვილს წარადგენენ სიის პირველ ნომრად 2016 წლის აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში, ბათუმის  საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ლაშა სირაბიძე შეასრულებს და არა რესპუბლიკელი  ჩავლეიშვილი.

სწორედ დღევანდელი თურმანიძის გადაყენებას უკავშირდება ჭეიშვილსა და ხაბაძეს, კერძოდ  მომავალი საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ფორმირებას, თურმანიძესა და ხაბაძე ჭეიშვილის გუნდ შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გააფუჭა ბიზნეს წილების გადანაწილებამ , თურმანიძე ლობირებს ბათუმის ვიცე მერის  ბაგრატ მანველიძის სამშენებლო კომპანიას , ასევე ნუკრი დოლიძის,  რომელიც 2010 წლის ბათუმის საკრებულოს წევრი იყო და მისი ძმის სამშენებლო კომპანიებს,  რის გამოც დაპირისპირება მოხდა ხაბაძის კლანსა და მათ შორის.

სავარაუდოდ ქართულ ოცნებაში ხაბაძე-ჭეიშვილის დაჯგუფება კონკურენტების ჩამოშორებას კვლავ გააგრძელებს, ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე რომ ” ქართულ ოცნებაში” წმენდასთან ერთად საარჩევნო სიის ფორმიერებაც დაწყებულია.

„არ ვიცი რატომ გადამაყენეს, ალბათ აქტიური არ ვიყავი,“ – ამბობს თამაზ თურმანიძე. ის ამბობს, რომ სხვა მიზეზებზე თბილისიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.