“ასმათ დიასამიძე ფატი ხალვაშს დაპირებებს ახსენებს”

Безымянныйნაციონალური მოძრაობის წევრები სოფელ ხალაში მცხოვრებ აკაკი მახარაძის ოჯახში იმყოფებოდნენ, რომელსაც სოციალური დამხარება 2013 წელს მოეხსნა. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და მათ სოციალური დახმარების გაცემა უნდა აღუდგინონ. ასევე უნდა მოხდეს ასეთი ოჯახების თავიდან შესწავლა.

 

 

ასმათ დიასამიძე
ასმათ დიასამიძე

“მარტოხელა მოხუცების მახლობლად 100 მეტრში მეზობლად ცხოვრობს საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში, რომელიც უხვად გაცემდა დაპირებებს წინასაარჩევნოდ, პირველ რიგში თავის მეზობლებს პირდებოდა ალბათ დასაქამებას, პენსიების მომატებას, სოციალურად უზრუნველყოფას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რა დღეშია დღეს ეს მოხუცები, მოვუწოდებთ სოციალურ სააგენტოს რომ კიდევ ერთხელ მოხდეს შესწავლა ასეთი ოჯახებისა და მობრძანდეს სოციალური აგენტი და ნახოს რა პირობებში ცხოვრობს ეს ოჯახი.”-განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ასმათ დიასამიძემ.

 

ვიდეო იხილეთ ლინკზე: “ნაციონალური მოძრაობა შეჭირვებული ოჯახის დახმარებას ითხოვს”