მუხრან ბურჭულაძის ექსპერიმენტი. დაურეკეთ პარლამენტის თავმჯდომარეს (ვიდეო)

12208009_1169436463070874_347711507_n„თავისუფალი დემოკრატების“ პარლამენტის თავმჯდომარისა და „რესპუბლიკური პარტიისადმი“ გაგზავნილ საჯარო მოწოდებას შეხვედრისა და სიტუაციის განმუხტვის სამართლებლივი გზების ერთობლივად ძიების თაობაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი განცხადებითვე გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ კომუნიკაციის უსწრაფესი საშუალების – მობილური ტელეფონების ნომრები იგივე აქვთ.

უსუფაშვილის ამ განცხადების შემდეგ პარტია „ლიბერალ დემოკრატები“-ს თავმჯდომარემ, მუხრან ბურჭულაძემ ექსპერიმენტი ჩაატარა და პარლამენტის თავმჯდომარეს მობილურზე დაურეკა. ვიდეოდან ჩანს, რომ უსუფაშვილმა ზარს არ უპასუხა.

ჩვენ ყოველგვარი კომენტარისგან თავს ვიკავებთ, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ იმ დროს, როცა დავით უსუფაშვილის მობილური რეკავდა, მას მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა, ისე კი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობასთან (როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის) დაკავშირება საკმაოდ რთულია, ნაწილს კი ტელეფონის ნომრები ისევ გამოცვლილი აქვთ.