“ვინ არის მე-6 ბაღის გამგე, რომელსაც ერმაკოვი ხელს აფარებს”

Безымянныйაღსაზრდელისთვის მიყენებული შეურაცხყოფის მიზეზით ბათუმის #მე-6 საბავშვო ბაღი ძიძამ დატოვა. ბაღის უკვე ყოფილმა თანამშრომელმა ბავშვს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, რაც ამავე ბაღის ერთ-ერთმა პედაგოგმა ფაქტი მობილურით გადაიღო და რეაგირებისათვის ბაღის გამგეს მიმართა, შემდეგ კი იგივე მასალა ქალაქის მერს აჩვენა. ამბობს, რომ ბაღის გამგე ბაღების გაერთიანებას დაუკავშირდა, თუმცა მათ საკითხი უმნიშვნელოდ მიიჩნიეს და რეაგირება საჭიროდ არ ჩათვალეს. საბავშვო ბაღების გაერთიანების იურისტი აცხადებს, რომ პედაგოგს უფლება არ ჰქონდა მასალა ჩუმად გადაეღო და შემდგომ იგი გაესაჯაროვებინა, ამიტომ საქმის მოკვლევის შემდეგ გადაწყდება მისი პასუხისმგებლობის საკითხი. გიორგი სურმანმიძე ასევე აცხადებს, რომ პედაგოგი სამსახურიდან გათავისუფლებული ყოფილი გამგის შვილია და მსგავსი ნაბიჯი სწორედ ბაღის იმიჯის შელახვის მიზნიტ გადადგა, რასაც პედაგოგი კატეგორიულად უარყოფს. ბაღის ამჟამინდელი გამგე კი აცხადებს, რომ მან ვიდეომასალა მშობლებისა და სხვა პედაგოგებისგან მიიღო და ვიდეოს ავტორმა იგი არაერთ პირს გადაუგზავნა.

ადამიანი ვინც ეს ფაქტი დამალა და არ გაასაჯაროვა საქართველოს პარლამენტის წევრის და  ხულოს მაჟორიტარი დეპუტატის  ანზორ ბოლქვაძის რძალია, სწორედ მას აფარებს  ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ხელს.