“2004 წელს თქვენ შეგეშინდათ, როდესაც გითხრეს, რომ საცვლების ამარა დაგტოვებდნენ და გაიპარეთ რუსთავი 2-დან”

6ninoტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი დავით დვალს, ჯარჯი აქიმიძეს და ქიბარ ხალვაშს აკრიტიკებს. ნინო ჯანგირაშვილი მათ წარსულს ახსენებს და ამბობს, რომ ამ ადამიანებმა „კარგი ცხოვრება“ ქვეყნის ინტერესებში გაცვალეს.ნინო ჯანგირაშვილი არსებულ ვითარებას აბსურდის თეატრს და მიმდინარე პროცესებს სამარცხვინოს უწოდებს.

„მეგობრებო თქვენ დღეს ხართ წითელი კომისრები. ამას ვერ შეცვლით თქვენ ვერასოდეს. არ ჩავალ დეტალების განხილვაში. როგორ ყვებოდნენ ბატონები რაღაცეებს. დავით დვალის პოზიცია საერთოდ ვერ გავიგე, ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ დვალს რომ წაართვა მერე მე ვიყიდე. რაღაც აბსურდის თეატრში ვართ, საოცრებებს ვისმენთ. ყვებიან ეს ბატონები, რომ ვიღაცამ ვიღაცას ქეში მისცა, გადააფორმეს-გადმოაფორმეს და თურმე აღდგა სამართლიანობა და ეს ბატონები არიან სამართლიანობის გარანტია რუსთავი 2-ში. როგორ ხართ ბატონებო თავისუფლების გარანტია? ბატონო დავით დვალო, ბატონო ჯარჯი აქიმიძე, როგორ ხართ თავისუფლების გარანტია, როდესაც თქვენი ინეტრვიუებიდან ჩანს, რომ 2004 წელს თქვენ შეგეშინდათ, როდესაც თქვენ გითხრეს, რომ საცვლების ამარა დაგტოვებდნენ და თქვენ ხმა არ ამოიღეთ და გაიპარეთ რუსთავი 2-დან. თქვენგნ განსხვავებით მე მაშინ არ შემშინებია და ვაკეთებდი იმას, რასაც ვთვლიდი სწორად და ზუსტად აქიმიძის და დვალისნაირი ადამიანების „დამსახურება“ იყო, რომლებიც გაჩუმდნენ მაშინ, შეეშინდათ, კარგი ცხოვრება უნდოდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი იქცა იმად რადაც იქცა. აი ასეთი ადამიანების გაჩუმების ხარჯზე გაძლიერდა სააკაშვილის რეჟიმი და დღეს მე არ გავჩუმდები…თქვენი მფლობელობის დროს იყო, როდესაც რუსთავი 2-მა გირგვლიანის მკვლელობის მეორე თუ მესამე დღეს გამოგვიცხადა, რომ ეს იყო სვანური გარცევები.და თქვენ დღეს გამოდიხართ ჟურნალისტების მუშაობის თავისუფლების გარანტად? მე არ მჯერა თქვენი, თქვენს მიერ მოგებული სასამართლოსი და საერთოდ სირცხვილია ეს ყველაფერი. რუსთავი 2 არ დაიკარგევა, რუსთავი 2-ის თანამშრომლები. მე მჯერა თქვენ წახვალთ, ახალ არხს გააკეთებთ, უბრალოდ ქვეყნისთვის არის ეს ძალიან შეურაცხმყოფელი, მე ვარ ძალიან შეურაცხყოფილი, მითუმეტეს, ვაღიარებ დღეს, რომ ამ ხელისუფლებისთვის მე ხმა მაქვს მიცემული. ძალიან ვწუხვარ და მე ვეცდები რომ ეს ჩემი შეცდომა გამოვასწორო.“ განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.