“მე რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი, მაგრამ არც ეს გამოიყურება ცუდად”

111112141211TEIAიუსტიციის მინისტრს აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე, რომელიც ურთმელიძის გადაწყვეტილებას ეხება, განმარტებას ითხოვს. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, თეა წულუკიანი მოსამართლის განაჩენით კმაყოფილია და ამბობს, რომ გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციური არაა.

“მართლაც მეხერხება განაჩენების წერა,მაგრამ ამას ვაკეთებდი სტრასბურგში და მე, რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი, მაგრამ არც ეს გადაწყვეტილება არ გამოიყურება ცუდად. რაც მთავარია ის არ არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო. კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ აშშ-ს საელჩომ განმარტოს რას ნიშავს- ღამით მოხდა მოვლენები. სასმართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროშ შემოვიდა 18 საათზე და დღეს დილით 9 საათსა და 20 წუთზე რეგისტრაციაში გატარდა. მინდა ხელი დამიდონ დოკუმენტზე რა არის ღამის” განაცხადა თეა წულუკიანმა.