ირაკლი ჭეიშვილის კიდევ ერთი მოადგილე ჰყავს

ირაკლი ჭეიშვილი

კომუნიკაბელური, ზრდილი, თავაზიანი, საქმიანი ახალგაზრდა – ასე დაახასიათა ლაშა სირაბიძე კოლეგამ ოპოზიციიდან და ამ პიროვნული მახასიათებლების გათვლისწინებით მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას საკრებულოს თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილის პოსტზე.

არჩევანი არც ყოფილა. ლაშა სირაბიძე უკონკურენტო კანდიდატი იყო. კენჭისყრა ფარულად წარიმართა და პროცესში მონაწილე 17 დეპუტატიდან ყველას მხარდაჭერა მოიპოვა. კენჭისყრას „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“ გამოეთიშა, თუმცა ირაკლი ჩავლეიშვილის გამოკლებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ სხდომებზე იგი ფრაქციის პოზიციას იზიარებდა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არც ამ კონკრეტულ საკითხზე კენჭისყრაში მიუღია მონაწილეობა და არც დღის წესრიგით გათვალსიწინებულ სხვა საკითხების განხილვაში. ფრაქციამ სხდომა დასაწყისშივე, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული პროცესების გამო პორტესტის ნიშნად დატოვა.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, ამბობენ, რომ მოადგილეების რაოდენობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და მთავარია დაგეგმილი ღონისძიებები უნაკლოდ შესრულდეს.

ლაშა სირაბიძე ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობს. ამიერიდან დღის წესრიგში ამ კომისიის ხელმძღვანელის შეცვლის საკითხიც დადგა, თუმცა კანდიდატურა უცნობია. ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან კონტაქტი არ ისურვა.