“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტის თავმჯდომარესა და “რესპუბლიკელებს” შეხვედრას სთავაზობენ

13alasania-usufaსაპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტის თავმჯდომარეს და ,,რესპუბლიკური პარტიის” ფრაქციას მიმართვას უგზავნიან. “თავისუფალი დემოკრატები” დავით უსუფაშვილსა და სხვა “რესპუბლიკელებს” შეხვედრას არსებული ვითარებიდან გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის სამართლებლივი გზების ერთად პოვნისთვის სთავაზობენ.
“თავისუფალი დემოკრატები” იმედოვნებენ, რომ “რესპუბლიკური პარტია” კვლავ ერთგული რჩება იმ ღირებულებების, რომლებიც მათ ყოველთვის აკავშირებდათ.
“ჩვენ, ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ბრძოლა იმდენად არის ღირებული, რამდენადაც ეს არის ბრძოლა ღირებულებებისა და პრინციპებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები თავს არიდებენ მათ მიერვე აღიარებული და დეკლარირებული დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად ბრძოლას, ასეთი პოლიტიკოსები აღარ ემსახურებიან ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვროს განვითარებულ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში.
ვიმედოვნებთ, ,,რესპუბლიკური პარტია”, რომელთანაც ჩვენ ყოველთვის გვაკავშირებდა დასავლური, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებები, კვლავაც მათი ერთგული რჩება დღეს, როცა ქვეყნის ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საუკეთესო ტრადიციებში აგრძელებს დამორჩილებული მოსამართლის ხელით, კონსტიტუციისა და სამართლის გათელვას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და უსამართლობის დაკანონებას.
მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე მივმართავთ ,,რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციას და ვთავაზობთ შეხვედრას, რათა ერთად ვიპოვოთ არსებული ვითარებიდან გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის სამართლებლივი გზები”, – ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” მიერ პარლამენტის თავმჯდომარისა და “რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციისადმი გაგზავნილ მიმართვაში.