„წინა საარჩევნოდ, ბიძინა ივანიშვილი, გიმზადებთ კიდევ უფრო საინტერესო და კიდევ უფრო ბინძურ ვიდეოკომპრომატებს“

7bizosaubrebi,,თავისუფალი საქართველოს” ლიდერის განცხადებით ხელისუფლება ზუსტად ისე მოქმედებს როგორც 2007 წელს. კუკავა დარწმუნებულია რომ 2007 წლის მსგავსად კომპრომატების საფუძველზე ხელისუფელბა ვერავის დაიჭერს და ისევე როგორც 2007 წელს ახლაც, კომპრომატების ომი მიზნად ისახავს, ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაში ისტერიის შექმნას. კუკავას თქმით თუ ვინმეს ქართულ საზოგადოებაში ჰგონია რომ საარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი ფულს დაარიგებს ის ძალიან ცდება. „ მე ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა: ა, ბატონო 2012-2015 წლები და სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება პოლიტიკაში, მისი ერთადერთი შეთავაზება ქართველი ხალხის მიმართ იქნება მხოლოდ წინა საარჩევნო კომპრომატები… თუ ვინმეს ჰგონია, რომ წინა საარჩევნოდ ესენი ფულს დაარიგებენ, ვაუჩერებს ან სამუშაო ადგილებს გაზრდიან ტყულად გაქვთ ამის იმედი. წინა საარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი გიმზადებთ კიდევ უფრო საინტერესო და კიდევ უფრო ბინძურ ვიდეოკომპრომატებს“,- აცხადებს კახა კუკავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.