“ჩვენს საქმეებში ნუ ერევით”- ალიევი ევროპას აფრთხილებს

11alievi“კეთდებოდა განცხადებები, რომ ჩვენ ევროპაში ინტეგრაცია გვჭირდება. მინდა გითხრათ – არა, ინტეგრაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, განსაკუთრებით – დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის პერიოდში”– ამ განცხადებას აზერბაიჯანის პრეზიდენტი აკეთებს. დასავლური მედიის ცნობით, ილჰამ ალიევი ევროპას აფრთხილებს, რომ ის, აზერბაიჯანის საქმეებში არ უნდა ერეოდეს.

“ჩვენ არასდროს არავინ არ გვეხმარებოდა. ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით მივაღწიეთ. დახმარებას არავისგან არ ველოდებით და არც გვჭირდება. ჩვენს საქმეებში ნუ ერევით”, – განაცხადა ალიევმა, რომლის თქმითაც, აზერბაიჯანი ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოა.