ჩერგოლეიშვილს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

510FSDSDGSSთამარ ჩერგოლეიშვილის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. ჩერგოლეიშვილის მოსამართლემ სამართალდარღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 16 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ხარაჩოზე თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ ფლაერის გაკვრას, რის გამოც ის აქციის კიდევ 2 მონაწილესთან ერთად დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და შემდეგ გაათავისუფლეს.შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს მოქალაქეთა ჯგუფი ქალაქში საქართველოში “გაზპრომის” შემოსვლას აპროტესტებდა. მომდევნო დღეს კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ხალხმრავალი აქციაც გაიმართა.