ღარიბაშვილი მერიაში კვირიკაშვილი პრემიერად? – რა ხდება „შუშის სასახლეში“

7otxeuliმიუხედავად ქიბარ ხალვაშის გამარჯვებისა, ,,რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესის ამ ფორმით დასრულებას ჟურნალისტი ელისო კილაძე ხელისუფლების მარცხს უწოდებს და მისის ინფორმაციით, მარცხის შემდეგ, ექს პრემიერის ახლო გარემოცვაში ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების საკითხს განიხილავენ. როგორც ,,ქრონიკა +“ რედაქტორი აცხადებს, ამის შესახებ, „შუშის სასახლესთან“ დაახლოებულმა წყარომ აცნობა:

“ჯანყარაშვილის კორუფციული სკანდალი შემთხვევით არ აგორებულა. პროკურატურას ცხადია ქონდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ თამარ ფხოველიშვილი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის, კონკრეტულად კი ჯანყარაშვილის დასახელებას აპირებდა და მისთვის ხელი არავის შეუშლია.მეტიც,თბილისის პროკურატურაში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ჯანყარაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაც. არაა გამორიცხული სწორედ ამ კორუფციულ სკანდალს მოყვეს ღარიბაშვილის გადაყენება. პრემიერ მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება, ღარიბაშვილს პარტია”ქართულ ოცნებას”ჩააბარებენ. ინფორმაციის თანახმად ღარიბასილს სამომავლოდ,თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას დაპირდებიანენ“, – განუცხადა კილაძემ “პირველ რადიოს”.