” ივანიშვილმა არადამიანები და ნაძირლები შეიყვანა პარლამენტში”

bizina-ivanishvili_1859რას ამბობდა 2011 წელს  თამაზ ვაშაძე ივანიშვილზე და მაშინდელ ოპოზიციაზე, ვაშაძე ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს თბილისის მერი გახლდათ.ბი ნიუსი გთავაზობთ თამაზ ვაშაძის 2011 წლის მიმართვას :

 

 

თამაზ ვაშაძე
თამაზ ვაშაძე

“მე ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოში არ არის ოპოზიცია, ეს არის განაწყენებული ხალხი, გამოგდებული ხალხი, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც არავითარი პროგრამა არ აქვთ, გარდა ერთისა მათი სურვილი არის ქართული სახელმწიფოს დანგრევა, ახლა ახალი მოთამაშე შემოვიდა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე , ეს არის  ბიძინა ივანშვილი, ბატონებო მე თავს მოვალედ ვთვლი ისევ და ისევ რომ ქართველ ხალხს ვამცნო ვინ არის ივანიშვილი, სააკაშვილი მოგენატრებათ თუკი ივანიშვილს მოიყვანთ ხელისუფლებაში, მე ვამბობ ამას მიუხედავად იმისა რომ სააკაშვილის ოპოზიციაში ვარ, მაგრამ მე ვარ მოყვარე ჩემი ქვეყნისა, ივანიშვილს აქვს თვისებები, რომელიც არუნდა ქონდეს სახელმწიფო მოხელეს, მისმა პოლიტიკაში გამოჩენამ ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი, რომელიც წვეთოვანზე იყო და კვდებოდა, შეეკედლა ივანშვილს, რათა ივანშვილმა შეასრულოს ლოკომოტივის მოვალეობა და ეს არადამიანები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შეიყვანოს პარლამენტში, ეს ნაძირლები, ვინ ჰყავს ივანშვილს გუნდში დავასახელოთ: ვინ არიან რესპუბლიკელები: თქვენ პატარები იყავით ჩემო შვილებო მაშინ რესპუბლიკელები არიან საქართველოს დაუძინებელი მტრები, ძმები ბერძენიშვილები  და მასთან ერთად ირაკლი ბათიაშვილი, ესენი არიან ყველაფერზე ხელის მომწერები.”-აცხადებდა 2011 წელს თამაზ ვაშაძე.

სრული გამოსვლა იხილეთ ლინკზე: “თამაზ ვაშაძე Vs. ივანიშვილი”