„ეს რუსული „ფეესბეს“ საიტებია და ეს არის პირდაპირი თანამშრომლობა…დღეს, მოსმენები გრძელდება“

მურმან დუმბაძეპარლამენტის ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მოსმენები გრძელდება ზუსტად იგივენაირად, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა. „პირველ რადიოსთან“საუბარში, ბოლო დღეების განმავლობაში გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას, დუმბაძე ამბობს, რომ თუ ის საქართთველოს ხელისიფლების გაკეთებულია ამაზე მან პასუხი უნდა აგოს, ხოლო თუ რუსული „ფეესბეა“ ამაში გარეული, მაშინ ჩანს, რომ ეს არის პირდაპირი თანამშრომლობა:

“როდესაც პარლამენტმა მოსმენების შესახებ კანონი მიიღო, მე არ მიმიცია ხმა. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩანაწერი მოპოვებულია უკანონოდ, ის მტკიცებულებად ვერ გამოდგება სასამართლოში. ახლა აქ უკვე მეორე საკითხია, თუ ამას ჩვენი ხელისუფლება ახერხებს, მაშინ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება კანონიერად, თუ ამას სხვა სახელმწიფო სპეცსამსახურები ახერხებენ, მაშინ აშკარად ჩანს რომ ეს რუსული „ფეესბეს“ საიტებია და ეს არის პირდაპირი თანამშრომლობა. ორივე შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ საქართველოს ხელისუფლება გონს მოვიდეს და მიხედოს პრობლემებს. რა თქმა უნდა დღეს მოსმენები გრძელდება ზუსტად იგივე წესითა და იგივე გარემოში, რა წესით და გარემოშიც ხდებოდა ძველი ხელისუფლების დროს“,- განაცხადა მურმან დუმბაძემ „პირველ რადიოსთან“ გაკეთებულ კომენტარში.