“ეს არის წყალში გადაყრილი მილიონი ლარი”

ლაშა ადამიამესამე სექტორის წარმომადგენლები „ჭაჭის კოშკისთვის“ ფუნქციის მინიჭებასა და ტერიტორიის მოწესრიგებას ითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ დღეს ბრიფინგი სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე გამართა. ლაშა ადამიას განცხადებით, “ეს არის წყალში გადაყრილი მილიონი ლარი, რადგან ობიექტის მშენებლობა მოსახლეობის ჯიბიდან დაფინანსდა“. მას მიაჩნია, რომ ტურისტებისთვის ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ნაგავსაყრელადაა ქცეული, დაზიანებულია ფასადიც. არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლები რეგიონის ხელისუფლებას ფაქტზე რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.

ჭაჭის კოშკი ბათუმში დაახლოებით სამი წლის წინ აშენდა. ობიექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. უწყებაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.