ეკა მიშველაძე “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ბრუნდება

13ekaტელეწამყვანი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალ გადაცემას სავარაუდოდ ახალი წლიდან დაიწყებს.“პირველ რადიოსთან” საუბარში მიშველაძემ აღნიშნა, რომ ის არხის გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს გუშინ შეხვდა და ახალი გადაცემის შეთავზება მიიღო:

“გუშინ მქონდა მე გენერალურ დირექტორთან შეხვედრა, საიდანაც წამოვიდა ასეთი წინადადება, რომ იანვრიდან მაყურებელს შევთავაზოთ ახალი გადაცემა. ჯერ მიმდინარეობს გადაცემის ფორმატზე მსჯელობა, ეს წინადადება ჯერ მხოლოდ გუშინ იყო ნათქვამი. საუბარია, რომ ეს იყოს ანალიტიკური თოქშოუ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე, ფორმატზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ და ყველაფერი საბოლოოდ ალბათ უახლოეს მომავალში გადაწყდება” განაცხადა მიშველაძემ “პირველ რადიოსთან” გაკეთებულ კომენტარში.