„გადატრიალება მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩავატარებთ, იმდაგვარი წესით როგორიც ჩავატარებთ საგარეჯოში“

არჩევნებივიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ფიქრობს, რომ 315 მუხლით დაწყებული გამოძიება და ფარული აუდიო ჩანაწერები, ხელისუფლების მხრიდან გარკვეული თემების გადაფარვის მიზანს ემსახურება. დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, სპეციალურმა ორგანოებმა გადაცდომის ნიშნების შემთხვევაში გამოძიება უნდა აწარმოონ და არ არის საჭირო მასმედიის საშუალებით ამ თემის აჟიტირება.

“ენდიაის კვლევების გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდა, რომ ორი პოლიტკური ძალა ერთი და იმავე კლასში ვარდება, ეს არის 10, 11, 12, 13 % პოლიტიკური ორგანიზაციები. მე მეჩვენება, რომ “ქართულ ოცნებას” აწყობს, რომ მისი ყველაზე ძლიერი ოპონენტი იყოს “ნაციონალური მოძრაობა” და თავად “ნაციონალურ მოძრაობასაც” ურჩევნია, რომ უნიათო ხელისუფლება ჰყავდეს ხელისუფლებაში. ეს ვიკილიქსები, ეს ჩანაწერები, სწორედ ამ კონტექსში უნდა განვილიხლთ, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები უდგას და ამაზე ყურადღების გადატანის მცდელობაა მე ვფიქრობ. იმ შემთხვევაში თუ ამ ჩანაწერებში რაიმე სამართლებრივ გადაცდმომას ადგილი აქვს, მაშინ სახელმწიფოში არსებობს საგამოძიებო ორგანოები, რომელიც ამით უნდა დაინტერესდნენ და საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ. საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს ეს ჩანაწერები ანუ – იკას ხალხი ჰყავს და სიები აქვს და ნუგოს ხალხი მოემატება, ეს ჩანაწერი ჩემთვის არაფერს არ იძლევა, ჩემთვის მთავარია ამოცანა არის საქართველოს ხელისუფლება როგორ უმკლავდება ლარის კურსს, როგორ უმკლავდება უმუშევრობას და ავტორიტარულ რეჟიმს. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებას დაღუპავს ერთსულოვნება. გელა დუმბაძის, დიასპორის მინისტრის განცხადება, რომ მას არ მოსწონს შესაძლო ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება დაიდოს საქართველოს სახელმწიფოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ეს განცხადება საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა იმისთვის , რომ სახელმწიფო ხელისუფლებამ დაიწყოს ფიქრი სამინისტრის გაუქმების თაობაზე. ეს არის უკიდურესი ერთსულოვნება და ეს არის ავტორიტარიზმის სერიოზული ნიშნები საქართველში და ჩვენ ყურაღება ამაზე უნდა გავამახვილოთ. საქართველოს მთავრობის მინისტრს აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოხატოს ამა თუ იმ პროცესისა თუ შესაძლო ხელშეკრულების მიმართ. მე ასეთი რამ არც სააკშვილის და არც შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც არ მახსოვს. შეიძლება პიროვნება გადააყენო, მაგრამ სამინისტრო დატოვო. ახლა ვერ აყენებენ და უნდა თქვან რომ დიასპორის სამინისტრო იყო ზედმეტი. ეს იქნება კიდევ ერთერთი ნიშანი იმისა, თუ როგორ გავს დღევანდელი ქართული ოცნების ხელისუფლება, ნაციონალური მოძარობის ხელისუფლებას, მაშინაც კატეგორიულად მიუღებელი იყო განსხვავებული აზრი. განსახვევბული აზრის მქონე პოლიტიკური მოღვაწეები მოღალატის იარლიტებით ხასიათებოდნენ. საქართველოს ხელისუფლებამაც ამ საკითხებზე უფრო მეტად უნდა იფიქროს, თუ ამ ჩანაწერებში რაიმე გადაცდომა არის – ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ თუ არ არის ჩვენ უკვე დავიღალეთ, ეს თემა არის უინტერესო რიგითი მოქალაქისთვის და ჩემთვისაც როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდბეობის პირისათვის. ეს გზა გამოვიარეთ, ჩვენ კადრები ვნახეთ და ამიტომაც მოხდა 2012 წლის პირველი ოქტომბერი. მე პრეტენზიები არ მაქვს სააკაშვილის ხელისუფლებასთან იმიტომ, რომ სააკაშილის ხელისუფლება, როგორც ხელისიუფლება დამთავრდა . მე პრეტენზიები მაქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან, რომელიც რაღაც დანაპირებით მოვიდა. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულებებს. ის რაც ხდება “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე თავდასმის სახით, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ორგანიზებულ მექრთამეობას, ის რაც ხდება ჯოკია ბოდოკიების, ცაბუტაშილების და სხვა გვარების სახით. ამას უნდა ვებრძოლოთ და არა “ნაციონალურ მოძრაობას”, ჩვენ არ უნდა მოვექცეთ “ნაციონალურ მოძრაობას” ისე როგორც ის გვექცეოდა ჩვენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ როგორც გვინდოდა, რომ ის მოგვქცეოდა ჩვენ. აი მაშინ გადადგავს ჩვენი ხელისუფლება წინ ნაბიჯს. თუ საქართველოს ხელისუფლება აპირებს რომ ჯარისკაცების ხმებით გავიდეს ფონს და 2016 წელს დარჩეს ხელისუფლებაში ძალიან ცდება – ეს არის ძალიან საშიში. ასე რომ სააკაშვილი რას დაურეკავს ნიკა გვარამიას და ნუგოს დამატებითი სიები აქვს და იკას ხალხი მოჰყავს სამეგრელოდან ეს არ არის ჩემთვის საშიში. საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი სახელმწიფო, მას ხელი აქვს მოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე, სახელმწიფო სტრუქტურები ასე თუ ისე ფუნქიონირებს და ვერავითარი გადატრიალება ვერ მოხდება, ეს არ არის არც სომალი და არც ზიმბაბვე. გადატრიალება ვერ მოხდება სამეგრელოდან ჩამოყვანილი 40 თუ 400 კაცით, ეს არის გამორიცხული. სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებას უნდა სერიოზული სახალხო მხარდაჭერა და სახალხო მხარდაჭერა გადატრიალებითვის არ არის მზად. გადატრიალება მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩავატარებთ იმდაგვარი წესით როგორიც ჩავატარებთ საგარეჯოში , როცა ჯარისკაცის ხმებით ვაპირებთ ჩვენ პარლამენტში მოვიყვანოთ ადამიანები, მაშინ კი მოხდება გადატრიალება და რევოლუცია. ქვეყანაში ყოველგვარი ძალადობა უნდა გამორიცხოს თუ ძალადობის და გადაცდომის ნიშნებია არსებობს სპეციალური ორგანოები, რომლებსაც გადასახადის გადამხდელი მათ ხელფასს უხდიან და კეთილი ინებონ, რომ გამოიკვლიონ ისე, რომ ჩვენ დაგვანებონ თავი და ამის აჟიტირებას მასმედიის საშუალებით ნუ ახდენენ”,- განაცხადა მურმან დუმბაძემ.