ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილს მანქანა დაუწვეს?- ინციდენტი კუს ტბაზე

1426050575კუს ტბის ტერიტორიაზე მანქანის დაწვის ფაქტს შსს ადასტურებს. როგორც “პირველ რადიოს” უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შსს დამატებით დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტი დღეს დილით მოხდა. ავტომანქანა კი “ალბატროსის” მფლობელს დავით ბეგიაშვილის კუთვნილებაა.