„ბატონი ზაქარეიშვილი, ბატონი ვოლსკი, დაკავებული არიან რუსული ოკუპაციის „გაპრავებით“

7gaetebulivolskiპაატა ზაქარეიშვილი და გია ვოლსკი ოკუპაციას „აპრავებენ“- ასე ეხმაურება პაატა დავითაია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი „პირველ რადიოსთან“ საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნას აკმაყოფილებს, რითიც ანექსიას აკანონებს:

„ბატონი ზაქარეიშვილი, ბატონი ვოლსკი დაკავებული არიან რუსული ოკუპაციის „გაპრავებით“. რეალურად ეს კანონი, როდესაც პირველი მოსმენით გადიოდა ნახეთ რა აჟიოტაჟიც მოყვა. რა თურქეთის მოქალაქეებზე ზრუნავენ ესენი და სხვა მოქალაქეებზე, ვინ ჩავა აფხაზეთში? იზრუნონ იმაზე თუ როგორ კარგავენ და როგორ ხდება ანექსია აფხაზეთის და ცხინვალის და იმას კი ნუ აპარებენ, როგორ ჩადის იქ რუსეთის ფედერაციის მინისტრები, ჩადიან და არღვევენ კანონებს და მთელი ამდენი ხანია რუსეთის ფედერაცია ითხოვს ამ კანონის გაუქმებას და ესენი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ. იმაზე იზრუნონ, რომ საერთოდ ანექსირება ხდება ტერიტორიის. აქ პრობლემა იცით რაშია? მიიღებენ მეორე და მესამე მოსმენით, ამას ხომ ქართული საზოგადოება ხედავს, ვინ ჩადის აფხაზეთში? რომელ თურქეთის მოქალაქეებზეა ლაპარაკი, თუ ვინმეს ჩაყვანა უნდათ, კანონი ძალიან კარგად საზღვრავს, საქართველოს ტერიტორიიდა შევიდნენ და საქართველოს მთავრობის ნებართვით გააკეთონ ყველაფერი. ვინმე ზღუდავს ამაში? არავინ არ ზღუდავს, მაგრამ ისინი ეხლა ჩადიან რუსეთის ფედერაციიდან და ამის „გაპრავება“ უნდათ, რომ პრობლემები არ შეექმნათ. ბევრჯერ შეიძლება დაუთმოს საქართველოს ხელისუფლებამ სეპარატისტებს, მაგრამ რას ღებულობს ამაში? რა მიიღეს ამდენი წლის განმავლობაში? რამე მიიღეს? რამეში წინ წაიწიეს? რამეში გამოგვადგა ეს ყველაფერი? ესენი „ალაითებენ“, მერე ალბათ რკინიგზასაც გახსნიან, ყველაფერს გააკეთებენ… რა უნდა ვთქვა? ეს ხალხი დაკავებული არის ოკუპაციის „გაპრავებით“. ეს ყველაფერი წინ დახვდებათ, ქართული საზოგადოება მათ ამას არ აპატიებთ.“ განაცხადა პაატა დავითაიამ „პირველ რადიოსთან“ საუბარში.