“ბათუმში ევროპის მოედანზე არჩილ ხაბაძემ მანდარინები დარგო”

page“აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპის მოედანზე დღეს ციტრუსოვანი ხეები დარგეს. “ციტრუსის ხეივნის” გაშენების ინიციატივა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული-ოცნება-თავისუფლების” თავმჯდომარე კაკო ძნელაძეს ეკუთვნის. მოედანზე სხვადასხვა უწყების მიერ აგროსერვის ცენტრში შეძენილი ესპანური, იაპონური და თურქული ჯიშის კინკანის, პომელოს, გრეიფrუტისა და ფორთოხლის ხეები დაირგო.
გამწვანების აქციაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც მონაწილეობდა. მისი განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს თითო ნერგით შეუძლია შეუერთდეს ქალაქის გალამაზების აქციას.
„განსაკუთრებით სასიამოვნოა ჩვენი ლანდშაფტისა და კლიმატის შესაფერისი ისეთი მცენარეები გაშენდეს, რომლებიც ნაყოფს იძლევიან,“-განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ.
ციტრუსოვანი ხეივნის გაშენების აქციას ერთი ნერგით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოც შეუერთდა.”