” არის თუ არა ივანიშვილი სააკაშვილზე უარესი?!”

pageრას ამბობდა 2011 წელს თამაზ ვაშაძე ივანიშვილზე და მაშინდელ ოპოზიციაზე, ვაშაძე ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს თბილისის მერი გახლდათ.ბი ნიუსი გთავაზობთ თამაზ ვაშაძის 2011 წლის მიმართვას :

“ივანიშვილმა შემოიკრიბა ხალხი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ეროვნულ მთავრობას ებრძოდა, ხალხი რომელიც მითითებებს აძლევდნენ რუსებს როგორ დაენგრიათ ქართული სახელმწიფო, აი ეს არის სპექტრი შემოიკრიბა ბიძინა ივანშვილმა, თუკი ესენი შევლიან უმრავლესობით პარლამენტში ჩვენ მივიღებთ ხალხს, რომლებმაც ქართული სახლმწიფო დააქცია, სიები გამოქვეყნდა და აბა ნახეთ ვის ეხმარებოდა ივანიშვილი, ეს სიები არის სამშობლოს მოღალატეებით სავსე, ნუთუ სირცხვილი არ არის ვინც საქართველოს უღალატა იმას 5000 ლარს ურიცხავს ყოველთვე და ჭეშმარიტი პატრიოტები არიან ემიგრაციაში,  ამიტომ ვალდებული ვარ სანამ ცოცხალი ვარ ქართველ

თამაზ ვაშაძე
თამაზ ვაშაძე

ხალხს უთხრა სიმართლე, გამოვიდა და ჟურნალისტებს დაუწყო გინება, მე თუ გასხსოვთ როცა ქალაქის მერი ვიყავი ვამბობდი, ვინც ჟურნალისტებზე აღმართავს ხელს მე ვიქნები მათი პირველი მტერი და ჟურნალისტების დამცველი, რა უნდათ ჟურნალისტებთან ჯერ იყო და ხაინდრავამ ამ უსირცხვილომ სირცხვილის კორიდორი მოაწყო, ყველამ თავის განვლილ გზას მიხედოს, რომელიც ცუდათ აქვთ განვლილი და ეშინიათ , ყველაფერს უნდა გაუძლო როცა პოლიტიკაში მოდიხარ და ჟურნალისტს წესიერად მოექცე, ივანშვილს არ აქვს უფლება სხვის წარსულზე ისაუბროს და სხვის შეცდომებზე ილაპარაკოს, ის სიგუას და დუმბაძეს ეხმარებოდა, სად იყო ნაძირალა ივანიშვილი 12 წლის განმავლობაში დამალული, ჩადო ე.წ ინტელიგენციაში ფული , ყველა მოისყიდა რომ ემზადებოდა პოლიტიკაში მოსასვლელად, ვინ დაიჯერებს 7 მილიარდიანი ბიზნესი რუსეთში გქონდეს და საქართველოში აბანდებდე კაპიტალს, ესეიგი პუტინის მტერს ეხმარები, ამას დაიჯერებს ვინმე ,ეს არის ზუსტად რუსული პროექტი, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს რომ ეს ადამიანი არის უარესი ვიდრე სააკაშვილი” -ცხადებდა 2011 წელს თამაზ ვაშაძე.

სრული გამოსვლა იხილეთ ლინკზე: “თამაზ ვაშაძე Vs. ივანიშვილი”