“გვეპყრობიან როგორც მათხოვრებს, გვარწმუნებენ, რომ არ უნდა გვქონდეს ძლიერი სახელმწიფო”

მუხრან ბურჭულაძე“სამწუხაროდ ჩვენ გვაკარგვინებენ მთავარ ფასეულობას, ესაა პიროვნული თავისუფლება.
მინდა მათ ვუთხრა, რომ თავისუფლება ქართველების არჩევანია, მისი დაცვა კი ჩვენი ღირსების საკითხი და რომ თითოეული ჩვენგანი ღირსეულად დაიცავს ამ მონაპოვარს.
ზოგიერთი მამულიშვილი გვიჩიჩინებს, რომ ქართველები ვართ სუსტები, გვეპყრობიან როგორც მათხოვრებს, გვარწმუნებენ, რომ არ უნდა გვქონდეს ძლიერი სახელმწიფოს მოქალაქის ამბიცია და რომ საქართველო ვერასოდეს გახდება შვეიცარია.
ჩვენ ვამბობთ, რომ ძლიერ სახელმწიფოს ძლიერი მოქალაქეები ქმნიან, ამის შესაძლებლობა კი ჩვენს ხელშია.
დიახ, გვაქვს ძალა ვიყოთ გაცილებით ძლიერები და ვიცხოვროთ ღირსეულად;
დიახ, გვაქვს სურვილი, რომ გვყავდეს გაცილებით წარმატებული და ლაღი მოქალაქეები;
დიახ, გვაქვს ამბიცია, რომ გვქონდეს გაცილებით ძლიერი სახელმწიფო ვიდრე რომელიმე, რადგან ეს თავისუფალი ადამიანების არჩევანია და ნება!”-განაცხადა ლიბერალ დემოკრატების დამფუძნებელმა მუხრან ბურჭულაძემ.