SCANDAL: “ქობულეთში 20 წლის ახალგაზრდა პოლიციას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს”

SCANDAL: ქობულეთში 20 წლის ახალგაზრდა პოლიციას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს"ქობულეთის პოლიციის მაღალჩინოსნებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს 20 წლის რევაზ ტაკიძე. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ სარფის საბაჟოზე პოლიციამ დააკავა, ბრალად კი ქობულეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი წაუყენეს.

რევაზ ტაკიძე
რევაზ ტაკიძე

“27 ოქტომბერს დამაკავეს სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტზე, 20:30 საათზე, წამომიყვანეს იქედან ქობულეთის პოლიციაში : ანთაძემ , ქოხიძემ და დიასამძემ, რომ შემიყვანეს განყოფილებაში შაქარიშვილი იჯდა მაგიდასთან , მან მკითხა მე მიცნობ ვინ ვარ შენ ბიჭო, მე უთხარი მემგონი ირაკლი ხარ შაქარიშვილი მეთქი, შემდეგ მაგინებდა, მომკლეს ცემაში, ქობულეთის სასაკლაოზე ხარ მოყვანილი ხომ იცი შენო, დამაგდეს ძირში და გაუპატიურებით მემუქრებოდნენ, შარვალი ჩამხადეს , ცივ წყალს მასხამდენ ყურში და მოითხოვდენ მეღიარებინა ქობულეთში მომხდარი ძარცვა”-განაცხადა დაზარალებულმა რევაზ ტაკიძე.

რევაზ ტაკიძე ამბობს რომ ქობულეთის სამართველოში მიყვანის შემდეგ მას მუხაესტატეს პოლიციის უფროსი და ქობულეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეები დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ. რევაზ ტაკიძის ადვოკატი აცხადებს მათ ფაქტის გამოძიების მიზნით მიმართავს როგორც აჭარის პროკურატურას ასევე გენ – ინსპექსიასაც.

ვიდეო იხილეთ ლინკზე: “20 წლის ახალგაზრდა პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს”