“როგორ დახარჯა ბათუმში გზების შეკეთებისთვის გამოყოფილი მილიონები მერიამ” (ფოტოები)

Untitledბათუმელებისთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი მოუწესრიგებელი ქუჩებია, რომლის რეაბილიტაციაც ბათუმის მერიამ დაიწყო, თუმცა დროში გაიწელა.

მიმდინარე წელს ბათუმის მერია მხოლოდ ექვსი ქუჩის კეთილმოწყობას აპირებს. დანარჩენ ქუჩებზე კი ორმული შეკეთებაა დაგეგმილი.

2015 წლის თვითმმართველობის ბიუჯეტის მიხედვით, არაასფალტირებული ქუჩების ჩამონათვალში ბათუმის რამოდენიმე ქუჩა მოხვდა მათ შორის გოგოლის ქუჩაა.

“ბი ნიუსის”  ჟურნალისტებმა გოგოლის ქუჩის მონაკვეთი მოინახულეს, როგორც მერიაში განგვიცხადეს  ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე დასრულელბული, თუმცა იქ მისულ ჩვენ გადამღებ ჯგუფს სხვა სიტუაცია დახვდა, ასფალტი რომელიც ერთი კვირის წინ დააგეს უკვე დაზაინებულია, დაბზარულია და წყლის გუბეები დგას, როგორც ადგილობრივება განგვიცხადეს კომპანია, რომელიც სამუშაოებს ახორციელებდა წვიმაშიც კი აგებდა ასფალტს, რამაც განაპირობა შემდეგში მისი დაზიანება.

“ერთი კვირა, რაც ეს ასფალტი დააგეს და თქვენაც ხედავთ რა მდოგმარეობაა, რა აზრი ქონდა ამ ასფალტის დაგებას თუ იგივე სიტაცია იქნებოდა ქუჩაზე, ეს ხომ წყალში გადაყრილი ფულია”-აცხადებენ ადგილბორივები.

ადგილობრივები მოუწოდებენ ბათუმის მერიას მიაქციონ მათ პრობლემებს ყურადღება.

“ბათუმში ხშირად წააწყდებით ქუჩებს, სადაც ახალი ასფალტი დაგებულია , ან კიდე ძველზე ახალია გადაკერებული, თუმცა იმდენად დაზიანებულია ახლად დაგებული გზები, ბათუმში რომ ხშირად წყლის გუბეებიც დგება, იბზარება და შესაბამისად მძღოლებს დისკომფორტს გვიქმნის, ვინც ეს ასფალტი დააგო უნდა მოიყვანო აქ და თავიდან უნდა გააკეთებინო, რასგავს ეს, მასხრად გვიგდეგებენ ხალხს, ახლად დაგებულ ასფალტზე როგორ შეიძლება წყლის გუბეები დგებოდეს, დაბზარულია გზა თქვენაც ხედავთ.”-განაცხადა ერთერთმა ადგილბორივმა.

იხილეთ ფოტოები, გოგოლის ქუჩა:

“ბი ნიუსი”  ასევე გთავაზობთ ფოტოებს მახოს ქუჩის და ავტოსადგურის მიმდებარედ რამოდენიმე ქუჩის გზებზე არსებულ სიტუაციას, ბათუმის მერიამ ამ ქუჩების რეკონსტრუქციის სამუშაოებიც ჩაატარა, თუმცა რამდენად ეფექტურად ამაში ფოტოების ნახვის შემდეგ დარწმუნდებით: